ორშაბათი, 6 მაისი , 2024, 17:40

ვერ გავითვალისწინეთ, რომ შვებულების წინ შემოვიდოდა საქმეები – სააპელაციომ გვარამიას შემდეგი პროცესი 4 ოქტომბერს ჩანიშნა

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შემდეგი სასამართლო პროცესი, სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.  მოსამართლეთა კოლეგიამ განმარტა, რომ შვებულებების პერიოდია, რის გამოც გრაფიკი გადანაწილებული აქვთ.

დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ორ თვე-ნახევრის შემდეგ პროცესის ჩანიშვნა ვადების დარღვევაა, რის შემდეგაც მოსამართლემ განაცხადა, რომ :  “ვერ გავითვალისწინეთ, რომ შვებულების წინ შემოვიდოდა საქმეები”.

დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ორ თვე-ნახევრის შემდეგ პროცესის ჩანიშვნა ვადების დარღვევაა.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.