დღეს, სინოდმა განაჩინა, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება. მათი თქმით, ეკლესიის წევრისთვის ზიარების საიდუმლოს არსში დაეჭვება, ყოვლად მიუღებელია. გარდა ამისა, მათი თქმით, ყველა საეკლესიო ღვთისმსახურება ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება და აღდგომის წირვაც არ გაუქმდება.
“ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ან ჩინეთში, ან ირანში, ან იტალიაში, სწორედ კოვზი გახდა ვირუსის გავრცელების მიზეზი. ამიტომ დაველოდოთ ვითარება როგორ განვითარდება, შევხედოთ”, — ასე უპასუხა საპატიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ კითხვას, აიღებს თუ არა ეკლესია პასუხისმგებლობას იმაზე, რომ კორონავირუსი საერთო კოვზით ზიარებისას გავრცელდეს.