ვერ მივხვდი, რაზე კამათობდნენ – ელისაშვილი ამნიისტის 2 კანონზე

დიდ განსხვავებას ოპოზიციის და „ქართული ოცნების” ვერსიებს შორის ვერ ვხედავ,  ვერ მივხვდი, რაზე კამათობდნენ, – ამის შესახებ „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან ამნისტიის შესახებ ოპოზიციისა და ხელისუფლების გუშინდელი შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

„ძალიან გულახდილად რომ გითხრათ, დიდ განსხვავებას იმაში, რასაც ოპოზიცია ამბობდა და იმას, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, ვერ ვხედავ. მთავარი პრინციპები ჩემთვის რაც არის, არის ის, რომ ამნისტია შეეხოს ყველას და ის არ უნდა გავრცელდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც ხალხს ასახიჩრებდნენ, ეს ორი პრინციპი გათვალისწინებულია, ეს არის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი, დანარჩენი, უბრალოდ ვერ მივხვდი, რაზე კამათობდნენ. არ ვუჭერთ მხარს, არ არის ეს აუცილებელი, მთავარია, რომ მაკო გომური ვინც დაასახიჩრა, ამნისტირებული არ იქნება, დანარჩენი ადამიანები, ვინც მძიმე დაზიანებებს აყენებდნენ დემონსტრანტებს, ამნისტირებულნი არ იქნებიან. მანდ არგუმენტი „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო, რომ ნიკა მელიასაც მაშინ პოლიციელმა უნდა უთხრას, რომ არ აქვს პრეტენზია და რაღაც აბსურდის თეატრს ემსგავსება. არ ვიცით, რომელ კანონპროექტს დავუჭერთ მხარს, შეიძლება ორივეს, შეიძლება არც ერთს“, – აცხადებს ელისაშვილი.