ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა, არაა საჭირო თქვენი ჩარევა – სულაძე ფალავანდიშვილებს

რიონის ხეობის მცველი მაკა სულაძემ ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს, მამა-შვილ ფალავანდიშვილებს ეკამათა და მოუწოდა, ნუ ერევიან აქციის ორგანიზატორების საქმეებში.

“მე მასწავლით ქრისტიანობას და ჯვარს როდის გადავდებ გვერდით და როდის დავიჭერ ხელში? ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა! თუ ხართ ჩვენს ომში, კეთილი ინებეთ და დადექით ჯარისკაცად და ჩვენ თვითონ მივუთითებთ აქ ვის რა გავუკეთოთ, თქვენთვის არ დაგვივალებია. გვყავს ჩვენ ბიჭები. არ მოგვეწონება? შემოვა ის თავისი ნიშნით, თავისი დროშით და თავისი იდეოლოგიას თუ მოახვევს თავზე, საკმარისი ძალა გვყავს, რომ მივლენ ბიჭები… არ არის საჭირო თქვენი ჩარევა.

მე როცა ჩემს გაწყობილ სუფრაზე მოვიწვევ სტუმრებს, მე მაქვს უფლება ჩემს სტუმარს მივუთითო, დაჯდები თუ არა აქ. გვაქვს გარკვეული პრობლემა ხელისუფლებასთან და კომპანიასთან და რას განვიხილავთ… მე გთხოვთ, ნუ გვიქმნით… ეს თემა წამოიჭრა თბილისში და საერთოდ არ იქნებოდა განხილვის თემა თუ თქვენ…”, – მიმართა სულაძემ ფალავანდიშვილებს.

მანვე აღნიშნა, რომ არ აქვთ უფლება, საზოგადოება გარკვეული ნიშნით დაყონ.

ცნობისთვის, თბილისში, აქციაზე LGBTQ სამკლაურის გამო ფალავანდიშვილებმა აქტივისტი რიონის ხეობის მცველების აქციიდან გააგდეს.