ვერ შევამჩნიე პროკურატურას და შსს-ს, ვიღაცას ხელს აფარებდნენ – მეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა და თქვა, რომ  სამართალდამცველ ორგანოებს ვერ შეამჩნია, რომ ვინმეს ხელს აფარებენ.

სარალიძის ამბავმა აჩვენა, რომ არ ჩაიფარცხება ამბავი და თუ გამოძიებაა, ზერელედ არ უნდა გამოიძიონ. მე ვერ შევამჩნიე, ვერც პროკურატურას, ვერც შსს-ს, ვიღაცას ხელს აფარებდნენ. რაც მთავარია ითქვა, რომ ეს იყო მკვლელობა”.- ამბობს მეუფე იაკობი.

მეუფე ფიქრობს, რომ “ჟურნალისტებმა ბევრი გააკეთეს” თუმცა, საქმეს გამოძიებაც ბოლომდე მიიყვანდა. მეუფე იაკობი პოლიტიკოსებს თხოვს, ამ ტრაგედიას პოლიტიკოსები არ შეეხონ.

“ჟურნალისტებმა ბევრი რამე გააკეთეთ, მაგრამ მე არ მგონია ძიება აქამდე არ მისულიყო. ალბათ უფრო ღრმადაც ჩავლენ. ჩემთვის გულსატკენია ისიც, რომ აქეთაც ახალგაზრდებია და რამდენი ადამიანი იღუპება. იქით გარდაცვლილი გვყავს, აქეთ კიდევ ამდენი ახალგაზრდა… ჩემი თხოვნა იქნება, ნებისმიერი პირების მიმართ, რომ ოჯახის ტრაგედიას და გიორგის ტრაგედიას, პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან რა. ვინც პოლიტიკოსია არ მოიტყუეონ ახლა, ტელევიზიის დირექტორი ვარ ან რაღაცაო..”. – ამბობს მეუფე იაკობი.

10 ივლისს პროკურატურამ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია წყალში დახრჩობით. დასკვნაში ასევე წერია, რომ სიკვდილამდე 19 წლის ფეხბურთელს დაზიანებები აქვს მიყენებული.

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო, რომელიც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.