ვერ შვებით ამ რევოლუციას, ვინც ხმები მიიღეთ, მობრძანდით პარლამენტში – თეა წულუკიანი ოპოზიციას

არა ბატონებო, ვერ შვებით ამ რევოლუციას. რევოლუცია ამ ქვეყანაში არ იქნება. ის 928 000 ადამიანი არის საზოგადოება ასევე და მოდით, ნუ ილაპარაკებთ მთელი საზოგადოების სახელით, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა “მოამბე – დღის თემის” ეთერში განაცხადა

“მე როდესაც ჩამოვედი საქართველოში, დავტოვე ჩემი სამსახური. კიდევ ერთხელ ვამბობ, „ნაციონალებს“ ჩემთვის პირადად არასდროს არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ მე ვარ მათ წინააღმდეგ პოლიტიკაში და სწორედ მათნაირებს მოშორებას ვცდილობ, როგორც ერთი ადამიანი, ჩემ გუნდთან ერთად პოლიტიკიდან, რომ სხვები შემოვიდნენ, თორემ ის განცდა, რომ მე​ მუდმივად არ უნდა ვიყო და ერთი პოლიტიკური ძალა მუდმივად არ უნდა იყოს, ეს ჩვენ ყველას გვაქვს. ამიტომ, შემოვიტანეთ ის მოდელი, რომელიც დღეს არის. დაე, ვინც ხმები მიიღეთ, მობრძანდით პარლამენტში. თუ არ მობრძანდებით, ესეც თქვენი პასუხისმგებლობაა და ვერავითარ შემთხვევაში შანტაჟის ენას ვერ ექნება საუბარი”, – აცხადებს წულუკიანი.