ვესაუბრებით საქართველოს მთავრობას, შეშფოთებულები ვართ – სახელმწიფო დეპარტამენტი ჰომოფობიურ კანონპროექტზე

“ვესაუბრებით საქართველოს მთავრობას, შეშფოთებულები ვართ ” – აცხადებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართული ოცნების ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ კანონპროექტთან დაკავშირებით. სახ.დეპმა ამის შესახებ, ტელეკომპანია ”ფორმულას” წერილობით უპასუხა.

“შეშფოთებულები ვართ ამ კანონმდებლობის მოსალოდნელ შინაარსთან დაკავშირებით და ჩვენ ვესაუბრებით საქართველოს მთავრობას. ველოდებით კანონპროექტის სრული ტექსტის გამოქვეყნებას და ამის შემდეგ გვექნება მეტი სათქმელი”, – აღნიშნავენ სახელმწიფო დეპარტამენტში.