ვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცენ – უკრაინელი დეპუტატი

ფოტო : რადიო თავისუფლება ||დავით მჭედლიძე

‘ვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცენ, იმიტომ რომ ის უკრაინის მოქალაქეა – ეს მოლაპარაკებები დიპლომატიურ დონეზე ყოველდღე მიმდინარეობს”- ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა იულია კლიმენკომ რუსთავის ციხესთან ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცენ, იმიტომ რომ ის უკრაინის მოქალაქეა. ამის განხილვას აქ, რა თქმა უნდა, არ დავიწყებთ. ეს არის დიპლომატებს შორის განსახილველი საკითხი. ჩვენ დღეს აქ იმისთვის ვართ, რომ დავრწმუნდეთ, რომ მიხეილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა კრიტიკულ მგომარეობაში არ არის, რადგან უკრაინაში სრულიად განსხვავებული ინფორმაცია გვაქვს, ძალიან შემაშფოთებელი იმის შესახებ, რომ მას სისხლის გადასხმა გაუკეთეს, რომ ის კრიტიკულ მდგომარეობაშია და ა.შ. ამიტომ ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ მის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატოთ და ასევე დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგზეა. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადაიყვანონ ის სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში“, – აღნიშნა კლიმენკომ.