ვითხოვთ შსს-მ ამოიღოს კადრები, სადაც კალაძე მოქალაქეზე ძალადობს მას მაისური შემოახია – სამოქალაქო აქტივისტი

არკეთილში, რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის მომხდარი ინციდენტის მონაწილეებმა კახა კალაძის წინაღმდეგ პოლიციას განცხადებით მიმართეს.

როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა განაცხადა, ისინი ითხოვენ, რომ სამართალდამცველებმა ამოიღონ კადრები, რომელიც ვარკეთილში მომხდარ დაპირისპირებას ასახავს და მოახდინონ შესაბამის რეაგირება.

მისივე განმარტებით, მერის წინააღმდეგ განცხადებით თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებას მიმართეს.

„თავდაპირველად, ძალიან წყნარად მივედით, ხელი ჩამოვართვით. ვუთხარით, მიუხედავად იმისა, რომ სკვერის გახსნა 7 თვით დააგვიანეს, მაინც კარგია რომ იხსნება და რომ ზოგადად სკვერების გახსნა კარგია. თუმცა, ამავდროულად კითხვა დავუსვით, თუ რატომ მარხავს ტყეს დიღმის ჭალებში. სწორედ ამ კითხვაზე გახდა კალაძე არაადეკვატური. სამართალდამცველებმა ამოიღონ კადრები, სადაც კალაძე მოქალაქეზე ძალადობს. მან მაისური შემოახია კახა კვეკვესკირს. ასევე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მისი ქცევა არაფერში ჯდება“,- განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, ვარკეთილში სკვერის გახსნის დროს დედაქალაქის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

წყარო: Intrerpressnews.ge