ვინმე გიორგაძე ეუბნება, შენი აშენებული როა იმიტომ დაგჩხავიან თავზე – გვარამია სააკაშვილის კადრებზე

განაცხადა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც ის მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის კადრებს გაეცნო.

“”რაც ჩვენ ვნახეთ, არის გაცილებით უფრო მძაფრი და მძიმე. ჩანს კადრებიდან, რომ ადამიანი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი, უარს აცხადებს გადასვლაზე და მკურნალობის მიღებაზე იმ ჰოსპიტალში, სადაც მიიყვანეს, გლდანში. ითხოვს, რომ უკან მიმაბრუნეთო და არავის ჰქონდა უფლება გადაყვანის. ასევე ჩანს, რომ ატყუებენ, ანალიზების ასაღებად მოგიყვანეთ და ეს ხანმოკლეაო, რაც ტყუილი აღმოჩნდა. ასევე ატყუებენ, რომ მალე შემოვლენ თქვენი ადვოკატები და ოჯახის წევრებიო, რაც ტყუილი აღმოჩნდა, თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ იქ ვიდექით და არ შეგვიშვეს.

თრევის ეპიზოდი არის და ძალიან მძიმეა ეს ეპიზოდი სანახავად და რაც მთავარია ჩანს, რომ ორკესტრირებულია ე.წ. შუმოკი და უმძიმესი ტექსტები გვესმის ვინმე გიორგაძისგან, რომელიც ცხვარიაშვილის მოადგილეა. ცხვარიაშვილი ბევრად უკეთესად იქცევა ვიდრე გიორგაძე, რომელიც ეუბნება, რომ შენი აშენებული როა იმიტომ დაგჩხავიან თავზე, ანუ ეუბნება, რომ რაც დაიმსახურე ის ხდებაო.” განაცხადა ნიკა გვარამიამ.