“მესამე ძალის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ვინც ქვეყანაში არეულობას შეეცდება, “ყურებს დააჭრიან”.
მისივე თქმით, მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან დამკვირვებლები საქართველოში, რომ არ დაუშვან არეულობა.
“არ მივცემთ არავის რადიკალიზაციის და თავ-პირის მტვრევის შესაძლებლობას და ამიტომ არიან ჩვენი ევროპარლამენტარები დღეს საქართველოში. პარასკევს მაქვს მათთან საბოლოო შეხვედრა, მანამდე ვკონტაქტობთ სოციალური ქსელების თუ ტელეფონის მეშვეობით. მაგიტომ არის ამდენი დამკვირვებლები. ვინც არეულობას შეეცდება, ყურებს დავაჭრით სუ ყველას, პირდაპირ გეტყვით… ეს გადატანითი მნიშვნელობით”,– განაცხადა ვაშაძემ TV პირველის ეთერში.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სიყალბეა სააკაშვილის მოწოდებები, რომ ხალხი გავა და მას დაიცავს, რადგან ენმ-ს, მისი აზრით, 5 ათასი კაცის მოგროვება ძლივს შეუძლია.
“ჩვენ გვკითხონ, რამდენი ადამიანის მობილიზება შეგვიძლია”,- აღნიშნა პრემიერმა.
ოცნების დეპუტატის, დავით კაჭარავას თქმით, ხალხს მობილიზება არ სჭირდება, რადგან “ხალხი ისედაც გამწარებულია მიხეილ სააკაშვილზე”.