“მოსახლეობას რომ ავუხსნა, ეს კაცი უკვე 8 წელია იმუქრება, რომ ჩამოვა და ვერ ჩამოდის, იმიტომ რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ შევა ციხეში. სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მიზანი არის ძალაუფლების დაბრუნება, რაც არის მიუღწეველი ოცნება, დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს. დავუშვათ, ჩამოვიდა ლაჩარი კაცი, გამოაგდეს და ჩამოვიდა, რა უნდა მოხდეს, კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ შეეწინააღმდეგება, ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში.

სააკაშვილი არის მსჯავრდებული. იგი იმსახურებს ციხეს, იმიტომ რომ მან გამოუსწორებელი ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. ამას გარდა, ის მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს, არის სიყალბე, რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 ათასი კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ, ისიც პიკის დროს. ჩვენ გვკითხონ, რამდენი ადამიანის მობილიზება შეგვიძლია.

სააკაშვილი როგორც კი ჩვენს მიწაზე შემოდგამს ფეხს, იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში. ვინც ხელს შეუშლის ამ პროცესს, ყველა ადამიანი დაისჯება უმკაცრესად კანონის ფარგლებში”

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე. ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში 2 ოქტომბრის საღამოს ჩამოდის. მან თვითმფრინავის ბილეთიც გამოაქვეყნა.