“ვინც თქვა, რომ ხმა მისცა ოცნების კანდიდატს, იყო ნიკა მაჭუტაძე” – ამის შესახებ, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ანა წითლიძე  აცხადებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ამ ადამიანებმა დღეს ხელი შეუწყვეს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 წევრი არჩეულია კლანის წევრებად. რეალურად, ამ გადაწყვეტილებით მხარი დაუჭირეს და ქართული ოცნების საქმე გააკეთეს. ამიტომ ცხადია, რომ როდესაც ეს ადამიანები ოპოზიციას წარმოადგენენ და ეს არის დაახლოებით 5 ადამიანის ხმა, რომელიც უმრავლესობას ჰქონდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება, ამომრჩეველსაც და ჩვენც გვჭირდება პასუხი. ოპოზიცია შეთანხმებული ვიყავით, რომ არ მივცემდით ქართული ოცნების წარმოდგენილ კანდიდატებს ხმა […].პარტიიდან არა, მაგრამ არ გამოვრიცხავ ჩვენი ფრაქციიდან იყვნენ ეს ადამიანები, რადგან ერთი, ვინც თქვა, რომ ხმა მისცა, იყო ნიკა მაჭუტაძე”, – თქვა წითლიძემ.