ვინც ხედავს საქმეს და სიკეთეს, მათ ყოველთვის დავეხმარები – ანზორ ბოლქვაძე

„ქართული ოცნების“ ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანზორ ბოლქვაძე აცხადებს, რომ აჭარაში კორონავირუსის მიუხედავად არცერთი ინსფრასტრუქტურული პროექტი არ დაგაჩერებულა.

მისი თქმით, ყველა მოქალაქე კმაყოფილი ვერ იქნება, თუმცა “ვინც ხედავს საქმეს და სიკეთეს”, მათ ყოველთვის დაეხამრება.

„თქვენ უკვე მეორედ მომეცით ქედაში რეკომენდაცია, ვიყო თქვენი დეპუტატობის კანდიდატი. გაძლევთ პირობას ამ ტრიბუნიდან, როგორც მეოთხე გზის დეპუტატი, რა თქმა უნდა, ყველა კმაყოფილი არ იქნება, მაგრამ ვინც ხედავს საქმეს და სიკეთეს, მათ ყოველთვის გავუწევ დახმარებას. განვახორციელებთ ყველა იმ პროგრამას, რომელიც მთიან აჭარას სჭირდება. იქნება ეს ჯანმრთელობის პროგრამა, განათლების პროგრამა თუ ინფრასტრუქტურა. ვიცით მსოფლიომ რაც გადაიტანა, მაგრამ არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა და დღესაც გრძელდება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს „მთის კანონის“ მიღებისთვის, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა, იქნება ეს პედაგოგი, ექიმი თუ პენსიონერი, ყველა დახმარებას და შეღავათს იღებს“, – თქვა ანზორ ბოლქვაძემ.