ვინ ავრცელებდა ზედოზირების ვერსიას შსს-ს ბრიფინგამდე – ISFED-ის კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) აქვეყნებს კვლევას,რომლის მიხედვით,  ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად ზედოზირების ვერსაის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგამდე “მარშალპრესი” ავრცელებდა.

”ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი ბრიფინგი 11 ივლისს, 17:16 საათზე გამართა. ბრიფინგზე სამინისტროს წარმომადგენელმა ირიბად მიანიშნა, რომ გარდაცვალება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული.

ბრიფინგამდე, დაახლოებით 1 საათით ადრე, ”მარშალპრესის” Facebook გვერდზე გავრცელდა სტატია, რომელშიც ლექსო ლაშქარავას ზედოზირებით გარდაცვალების შესაძლო ვერსიაზე იყო საუბარი.

მასალაში წყაროდ მოხმობილია ვინმე პოლიტიკოსი იოსებ ხიმშიაშვილი. მალევე სიახლე ონლაინგამოცემამ ორგანიზებულად გაავრცელა ღია ჯგუფებში. გამზიარებლებს შორის იყოს “მარშალპრესის” დამფუძნებელი ოთარ სტეფანიშვილი. მონაცემები შეგროვებულია CrowdTangle-ის მეშვეობით.”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

“მარშალპრესზე” სტატია 15:58 საათზე გამოქვეყნდა, მისი გავრცელების თანმიმდევრობა შემდეგი იყო:

  • 16:00 – საქართველო და მსოფლიო;
  • 16:01 – გამოხატე შენი აზრი; საინფრომაციო სააგენტო;
  • 16:02 – პროტესტი! თბილისი
  • 16:03 – Georgia . საქართველო; საქართველო მსოფლიო ცენტრი;
  • 16:04 – iMedia Group
  • 16:08 – “მოქალაქე” არასამთავრობო ორგანიზაცია; პროტესტი!
  • 16:10 – რუსთავი 21 – RUSTAVI 21;
  • 17:16 – შსს-ს ბრიფინგი