ვინ არის პირველი ადამიანი, რომელიც საქართველოში ვაქცინას გაიკეთებს

73 წლის თამარ გიორგაძე პირველია, ვინც საქართველოში ვაქცინის მისაღებად, სპეციალურ სამედიცინო პორტალზე დარეგისტრირდა. თამარ გიორგაძე,  ლუგარის ლაბორატორის თანამშრომელია, როგორც ის აცხადებს, ვაქცინაციაში საშიში არაფერია და იგი ყველამ უნდა გაიკეთოს. თამარი დაავადებათა კონტროლის ცენტრში 45 წელია მუშაობს.

„ვმუშაობ დაავადებათა კონტროლის ცენტრში 45 წლია. მე ვარ პირველი, დავრეგისტრირდი სამსახურიდან აცრაზე და მოვუწოდებ ჩემს ყველა კოლეგას, რომელსაც შეხება აქვს პაციენტებთან, აიცრან და შემდეგ მთელ მოსახლეობას. ჩვენ ამით ვიცავთ არა მარტო ჩვენ თავს, არამედ სხვებსაც“,- განაცხადა თამარ გიორგაძემ.