თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმე მკლელობის მუხლით უნდა გადაკვალიფიცრდეს, რის საფუძველსაც ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული სატელიტის კადრები იძლევა. სატელიტის კადრებში 19 ივლისს ბაჩალიაშვილის მანქანა ტყეში არ დგას.
ბაჩალიაშვილის ოჯახის მეორე ადვოკატი “ადამიანის უფლებათა ცენტრიდან, ეკა კობესაშვილი ამბობს, რომ სატელიტის კადრები გადაღებული იყო ევროკავშირის 4 ქვეყნის კორპორაციული ვადიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში.
“არის ევროკავშირის ვადიანი კორპორაციული პროგრამა, რომელშიც მოცემულ შემთხვევაში გაერთიანებული იყო ევროკავშირის 4 ქვეყანა და დამატებით 10 ქვეყანა. ამ კორპორაციული სასწავლო პროგრამის ფარგლებში ხდებოდა სატელიტიდან ფოტოების გადაღება. ეს ხალხი დაგვეხმარა ჩვენ, მოიპოვა ფოტოსურათები და გადმოგვცა. ფაქტია, რომ იქ თამარის მანქანა არ იდგა. ახლა მივიდეს პროკურატურა და ამტკიცოს, რომ იდგა და თვითონ მოგვიტანოს საპირიპირო ფოტოები. თუ არადა, მიიღოს ჩვენი მტკიცებულება და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება , რაც საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალივფიცირებას გულისხმობს”, – განაცხადა ქობესაშვილმა.
დღეს საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მის მიერ გასაჯაროებულ ფოტომასალის ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ ვინაიდან, ადვოკატებს არ წარმოუდგენიათ ფოტოების წარმომავლობის წყარო და შესაბამისი მონაცემები, პროკურატურა ვერ იმსჯელებს აღნიშნული ფოტომასალის ნამდვილობაზე.
ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა, 23 ივლისს კი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, სატელიტიდან გადაღებული კადრები ასახავს სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს. გასაჯაროებული კადრების მიხედვით, 19 ივლისს ბაჩალიაშვილის მანქანა იმ ადგილას არ დგას, სადაც იპოვეს.