ვიოლა ფონ კრამონი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს  ბრიუსელში შეხვდა. ამის შესახებ ფონ კრამონი ტვიტერზე წერს.

“ჩვენ, როგორც წესი, ერთმანეთს ბევრ საკითხში არ ვეთანხმებით, მაგრამ ვთანხმდებით, რომ მარიუპოლის განვითარებისთვის გასაღები რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგობის გაწევასა და კორუფციასთან ბრძოლაშია, რასაც ალტერნატივა არ აქვს”, – წერს ფონ კრამონი.

სააკაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებს და პოლიტიკურ ჯგუფებს ხვდება. მისი თქმით, შეხვედრების მთავარი მიზანი საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნებზე, რაც შეიძლება მეტი უცხოელი დამკვირვებლის ჩამოსვლაა.