ვირუსი შეკავებული გვაქვს – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის მტკიცებით, “ვირუსი შეკავებული აქვთ”.

“ვირუსი შეკავებული გვაქვს. შედეგი ის არის, რომ მატება არ გვქონია, დღეს მივედით ორი კვირის თავზე შეზღდუვებიდან ისე, რომ მატება არ გვაქვს, მიუხედავად ტესტირების გაორმაგებისა, ესაა მთავარი შედეგი”,– ამბობს იმნაძე.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში 100 ათას მოსახლეზე პირველ ადგილზეა, ამას ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო.