ვისურვებდით, დღეს ყველა არჩეული წევრი დასწრებოდა სხდომას და შიგნიდან ებრძოლათ – კელი დეგნანი

“ვისურვებდით, დღეს ყველა არჩეული წევრი დასწრებოდა სხდომას და შიგნიდან ებრძოლათ”- საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ოგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტისას ითქვა, ისურვებდნენ, რომ დღეს პარლამენტის ყველა არჩეული წევრი დასწრებოდა პირველ სხდომას და არა ქუჩიდან, არამედ შიგნიდან ებრძოლათ იმ ცვლილებებისთვის, რაც მათ სურთ.

“პარტიის ლიდერებმა უკანასკნელი 6 კვირის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს და ეს მიმართული იყო საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისა და იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელიც საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით წარსულში ჰქონია. ეს მათ ერთად გააკეთეს, მიუხედავად დიდი განსხვავებებისა და სწორედ ეს ისაა, რისი ნახვაც გვსურს მომავალშიც”, – განაცხადა მან.