“ვის ვის, და შალვა პაპუაშვილს რომ დააბრალებ რაიმე ფორმით ძალადობას, იქ იწყება უკიდურესი დესტრუქცია და ძალადობა!!!
ადამიანი რომელიც პოლიტიკაში შემოსვლიდან ემსახურება არა ძალადობას, სიმართლეს და კონსტრუქციულ მიდგომებს პოლიტიკაში. რაც მთავარია ამკვიდრებს ამას!
და ეს ყველაფერი იმ ძალისგან, რომელიც ასოცირდება სიცრუის ტირაჟირებასთან და მრავალ ძალადობასთან!”
წერს ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ამილახვარი. შალვა პაპუაშვილმა დღეს თინა ბოკუჩავა პარლამენტის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. პაპუაშვილი ფიქრობს, რომ მას თინა ბოკუჩავაზე არ უძალადია.