“არ ვიცი [რამ გამოიწვია], არც მგონია რომ ეს მაინც და მაინც მნიშვნელოვანი იყოს, რადგან ჩვენი ხელისუფლება ისეა კონტრუირებული, ისეთი ორგანიზაციული ფორმა აქვს, რომ, ფაქტობრივად, აქციების 100% არის ერთი ადამიანის ხელში. შესაბამისად, ვიღაცა წავა, ვიღაცა მოვა, აქედან ამოთხრიან, იქით გადარგავენ, იქიდან ამოთხრიან – აქეთ გადმორგავენ, შიგნით, მეფის კარზე რაღაც მამაძაღლობები მიმდინარეობს. ეს სახელმწიფოებრივად საერთოდ არ არის საინტერესო. შესაბამისად, ეს პატარა ადამიანების ფაჩიფუჩი და საკუთარი კომპლექსებისა და ამბიციების რეალიზების მცდელობები არ მგონია, რომ მნიშვნელოვანი იყოს.

წარმოიდგინეთ ვითარება, რომ ხვალ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტოს, რომ ყველა გაუშვას სახლში და ქუჩიდან აკრიფოს ვიღაც ხალხი და დააკომპლექტოს თავიდან, რამე შეიცვლება?”

თქვა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა კახა კუჭავას გადადგომაზე TV კავკასიის გადაცემაში “ბარიერი”.