ვიცოდით დიდი ხანია, ახალი პლატფორმის გაკეთებას აპირებს – ნადირაშვილი ხოშტარიას წასვლაზე

ევროპული საქართველოს წევრი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ელენე ხოშტარიას პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ დიდი ხანია იცის.

“გიდასტურებთ იმას, რაც ელენემ უკვე დაგიდასტურათ, დიახ, ის აპირებს ცალკე პლატფორმის გაკეთებას, ის ამის თაობაზე განცხადებას გააკეთებს დღეს.

ამის თაობაზე ჩვენ ვიცოდით ძალიან დიდი ხანია, ჩემთვის ეს ახალი ამბავი დღეს არ იყო, ვიცოდი წინა დღეებშიც.

არანაირი უთანხმოება არ ყოფილა, ეს ელენეს გადაწყვეტილებაა, ის თვლის, რომ მომავალში ასე სჭირდება მას, ის ოპოზიციურ ერთობაში ჩვეულებრივად რჩება”,– ამბობს ნადირაშვილი.

ელენე ხოშტარია ევროპულ საქართველოს ტოვებს. ის ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე წუთში გააკეთებს.