ვიწროა ღვთის შვილების ბილიკი, მაგრამ არც ერთი მაგისტრალი არ ჯობია ამ გზას – ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი საზოგადოებას ნათლისღებას ულოცავს.

“გილოცავთ ნათლისღებას! ბედნიერნი იყავით. ვიწროა ღვთის შვილების ბილიკი, მაგრამ არც ერთი მაგისტრალი არ ჯობია ამ გზას, ღვთის გზას”,– წერს ის საკუთარ Facebook გვერდზე.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.