ვკანკალებთ, კი და ამიტომ არასდროს გამიკეთებია რუსეთთან დაკავშირებით განცხადება… ვის ეშინია?!- სარჯველაძე

ვკანკალებთ, კი და ამიტომ არასდროს გამიკეთებია რუსეთთან დაკავშირებით განცხადება… ვის ეშინია?!- განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა სარჯველაძემ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე – ეშინია თუ არა “ქართულ ოცნებას” რუსეთის – პასუხისას

“ვკანკალებთ, კი და ამიტომ არასდროს გამიკეთებია რუსეთთან დაკავშირებით განცხადება – რისი გაგონება გინდათ ჩემგან?! ვის ეშინია?! კომიკურია, როდესაც თითქოს ისე გამოჰყავთ ვითარება, რომ რუსეთთან მიმართებით ჩვენი პარტიის რომელიმე წარმომადგენელს რამეზე უკან დაეხიოს, როდესაც განცხადება აქვს გასაკეთებელი. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა”. – განაცხადა სარჯეველაძემ.