ვლადიმერ პუტინის მოკვლა სცადეს – კირილ ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის მოკვლა სცადეს.

მისი ინფორმაციით, მკვლელობის წარუმატებელი მცდელობა დაახლოებით 2 თვის წინ იყო.

“იყო პუტინის მკვლელობის მცდელობები… არც ისე დიდი ხნის წინ, როგორც ამბობენ, კავკასიის წარმომადგენლების მეშვეობით იყო მისი მკვლელობის მცდელობა. ეს არ არის საჯარო ინფორმაცია. სრულიად წარუმატებელი მცდელობა იყო, მაგრამ ეს მართლაც მოხდა… ეს იყო დაახლოებით 2 თვის წინ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, წარუმატებელი იყო. ამ მოვლენას არავითარი საჯაროობა არ ჰქონია, მაგრამ მოხდა”,– თქვა ბუდანოვმა “Украинской правде”–თან ინტერვიუში.