ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტის მიღების პროცედურები გაამარტივა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტის მიღების პროცედურები გაამარტივა. აღნიშნული გამარტივებული პროცედურა გულისხმობს, რომ რუსეთში ცხოვრება, ქვეყნის მოქალაქეობისთვის საჭირო აღარ არის, ასევე ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში, არ საჭიროებს საარსებო შემოსავლის დადასტურებას, რუსული ენის ცოდნასა და უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობაზე უარის თქმას.

  • “დადგინდეს, რომ უკრაინის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ან უკრაინის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ გააკეთონ განაცხადი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მისაღებად, გამარტივებული წესით”. – ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა.