ვლადიმერ პუტინმა ხმების 87,28% მიიღო და მეხუთე ვადით გახდა რუსეთის პრეზიდენტი

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა. ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

რუსეთის ცესკოს მონაცემებით, ვლადიმირ პუტინმა 87.28% აიღო. არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია არც ერთ ოპოზიციურ კანდიდატს.

რუსეთის ცესკოს ცნობით, პუტინს მხარი 75 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ნიკოლაი ხარიტონოვმა ხმების 4,31% მიიღო, ვლადისლავ დავანკოვმა – ხმების 3.85% და ლეონიდ სლუცკიმ – 3.20%