ვლოცულობთ ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სამუდამო განსვენებისთვის – რომის პაპი

რომის პაპი ფრანცისკე ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს. რომის პაპის სადესპანოს განცხადება Twitter-ზე ვრცელდება.

“რომის პაპის, ფრანცისკეს სამოციქულო სადესპანო უერთდება მთელ საქართველოს ფიქრებით და ლოცულობს ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სამუდამო განსვენებისთვის, ლოცულობს გადარჩენილებისთვის, რათა მათ ჰპოვონ ნუგეში თავიანთ რწმენაში. მადლიერებას გამოვხატავთ ყველა დამხმარეს მიმართ”, – წერია სადესპანოს განცხადებაში.