კვირა, 28 აპრილი , 2024, 21:06

ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობა იყო – ბერძნული მედია

ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობა იყო – ინფორმაციას ამის შესახებ, ბერძნული მედია ავრცელებს და თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკიც.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ოდესაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო იერიში ზელენსკისა და მიცოტაკისის შეხვედრის ადგილიდან რამდენიმე მეტრში მოხდა.

ცნობისთვის, საბერძნეთის პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი დღეს ოდესაში ჩავიდა და თავისი ქვეყნის სახელით, მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. საბერძნეთის პრემიერი მედიის ცნობით, სარაკეტო დარტყმის ადგილიდან 150 მეტრში იმყოფებოდა.

შეხვედრა და ერთობლივი პრესკონფერენცია მაინც შედგა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, ის პირდაპირ ეთერში არ გადაიცემოდა.