“საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ისე ფიქრობს, რომ უსამართლობის ატმოსფეროში ყოფნა არ შეიძლება და საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია უსამართლოა, აბსოლუტურად შეუსაბამო მასში მოყვანილი ფაქტობრივი მონაცემები. დიმიტრი ხუნდაძემ გარკვეული მოსაზრებები გააჟღერა, თუმცა რასაკვირველია, ეს პარტიის და პოლიტიკური გუნდის ოფიციალური პოზიცია არ არის. ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა მიიღებს. ვფიქრობ, აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით იქნება მიღებული, საქართველოს ექნება მხარდაჭერა და ის წევრობის კანდიდატი გახდება”

ასე ეხმაურება, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი“ქართული ოცნების” დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ” თუ კანდიდატის სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მივიღებთ, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას’.