“ვოლსკი რუს ოლიგარქ დავით ხიდაშელს ხვდება, განიხილავენ რუსეთთან ურთიერთობებს” – “დროა” ვიდეოს ავრცელებს

“ვოლსკი რუს ოლიგარქ დავით ხიდაშელს ხვდება, განიხილავენ რუსეთთან ურთიერთობებს”, – ამის შესახებ  პარტია “დროა” სოციალურ ქსელში წერს და შეხვედრის ამსახველ ფოტო-ვიდეომასალას ავრცელებს.

”ამ წუთებში რუსი ოლიგარქი დავით ხიდაშელი და რუსი დეპუტატი გია ვოლსკი ერთმანეთს ხვდებიან კაფე მელოგრანოში, საქართველოს პარლამენტის გვერდით.
განიხილავენ შემდეგ საკითხებს:
– აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა;
– პირდაპირი ურთიერთობა აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან;
– საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების არაფორმალური შეხვედრები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან აფხაზეთში;
– ბიზნეს ურთიერთობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე”. – წერია ინფორმაციაში.