ვრჩები და ვაგრძელებ მუშაობას – უკრაინაში ბრიტანეთის ელჩი, კიევში რჩება

ბრიტანეთის ელჩი უკრაინაში მელინდა სიმონსი კიევში რჩება და მუშაობას აგრძელებს. ამის შესახებ მელინდა სიმონსმა ცოტა ხნის წინ Twitter-ზე დაწერა.

“ვრჩები კიევში და ვაგრძელებ აქ მუშაობას გუნდის ძირითად ნაწილთან ერთად. საელჩო აკრძელებს მუშაობას,” – წერს, უკრაინაში, ბრიტანეთის ელჩი, მელინდა სიმონსი.

მელინდა სიმონსი, ბრიტანეთის მოქალაქეებს მოუწოებს რომ თავი შეიკავონ უკრაინაში გამგზავრებისგან.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან უფრო მეტ ჯარს მოუყარა თავი რაც იმის მანიშნებელია რომ რუსეთმა ფაქტობრივად დაასრულა სამხედრო სამზაადისი და ახლა შესაძლოა რუსეთი ნებისმიერ წუთს შეიჭრას უკრაინაში. ანალიტიკოსის ზურაბ ბატიაშვილის თქმით, დასავლეთმა ეს იცის და სწორედ ამიტომ  მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის სხვა ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაუყონებლივ დატოვონ უკრაინა, ვინაიდან აშშ-ს დაზვერვის ცნობით, რუსეთი მზადაა, ნებისმიერ წამს შეიჭრას უკრაინაში. “რია ნოვოსტი” ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწება, რომ რუსმა დიპლომატებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველებს უკრაინიდან ევაკუაციისკენ არ მოუწოდებს თუმცა, უკრაინის დატოვების სურვილის შემთხვევაში მოქალაქეებს ლოჯისტიკურ და საინფორმაციო მხარდაჭერას სთავაზობს. 

დღეს, 12 თებერვალს, შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება, ზურაბ ბატიაშვილის თქმით აღნიშნული საუბარი  იქნება დასავლეთის ბოლო გაფრთხილება რუსეთის მიმართ ხოლო ამის შემდეგ ყველაფერს მხოლოდ ერთი ადამიანი, ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს. ბატიაშვილი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა გამოუვალ სიტუაციაში თავი, თავად ჩაიყენა რადგან, ახლა ან უკრაინაში შეიჭრება და ეკონომიკის ჩამოქცევა დაემუქრება ან არ შეიჭრება და სახეს დაკარგავს.