“ვფიქრობთ ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება. ეს არის ის, რისიც გულწრფელად გვჯერა. ცხადია, ჩვენი სურვილი ეს არის, თუმცა, ამავდროულად უნდა ვიყოთ რეალისტები. ეს უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის, რადგან უკრაინული მიწები ოკუპირებულია. მშვიდობა უნდა იყოს ორივე მხარესთვის მისაღები. ეს არ უნდა იყოს ნაკარნახევი მშვიდობა, რადგან ამას არცერთი მხარე არ მიიღებს”.

აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.