”გვჭირდება უბრალოდ მშვიდობა და სწორედ ამიტომ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურთ რომ რუსეთი შეიჭრას მათ ტერიტორიაზე, უნდა გახდეს ევროკავშირის და NATO-ს წევრი. მხოლოდ და მხოლოდ 2 ალტერნატივა არსებობს. პირველი: ან უნდა გაიხსნას საომარი მოქმედებები ან უნდა დაიწყოს მცოცავი ოკუპაცია. ჩვენ ვხედავთ რაც ხდება ბელარუსში. ეს ძალიან პრობლემატურია. ჩვენ ვხედავთ რა ხდება საქართველოში. ვხედავთ, ეს ერები როგორ სტრესში არიან, როგორ ხდება მათი ჩათრევა ამ განუკითხაობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი”.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში მიმდინარე სამიტზე.