ვხედავთ რომ ომია, მაგრამ იძულებული ვარ ვთქვა, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციაა – ქსენია სობჩაკი თბილისშია

ცნობილი რუსი ჟურნალისტი, რუსეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ქსენია სობჩაკი აცხადებს, რომ უკრაინაში ახლა ომი მიმდინარეობს, თუმცა საკუთარ ქვეყანაში კანონი ამის თქმას უკრძალავს და იძულებულია თქვას, რომ “უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციაა”. ამის შესახებ ქსენია სობჩაკი “მთავართან” საუბრობს.

“იმას, რასაც უკრაინაში ვხედავთ, ომია. ჩემი პოზიცია საკითხზე ყველასთვის ცნობილია თუმცა არსებობს კანონი, რომელიც ჩვენ გვზღუდავს. მე რომ საჯაროდ გამოვთქვა ჩემი აზრი, მაშინ ჩემს წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყება. მე რუსი ჟურნალისტი ვარ, რომელიც მუშაობს რუსეთში, ამიტომ იძულებული ვარ, ვთქვა, რომ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციაა” – ამბობს სობჩაკი “მთავარ არხთან”.