ვხედავ, რომ გარკვეულ ძალებს ოპოზიციაში დარჩენა უნდათ – მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, ხედავს, რომ გარკვეულ ძალებს ოპოზიციაში დარჩენა უნდათ. მეუფის თქმით, თუ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ, წინ უნდა იყურებოდნენ და ეკლესიის წინააღმდეგ შეცდომები არ უნდა დაუშვან.

„რასაც ვუყურებ, პირდაპირ გეუბნებით, ვხედავ, რომ გარკვეულ ძალებს ოპოზიციაში დარჩენა უნდათ და ეგ არის, სხვა არაფერი. საკონსიტიტუციო უმრავლესობით კიდევ სხვა ძალა არ მოვა და რაღაცები, რაც ჩანს, ასეა, რადგან ხალხთან ურთიერთობა მაქვს. შეიძლება ბევრი ადამიანი შეიკრიბოს, მაგრამ ალბათ, როდესაც მოსვლა გინდა, თვალწინაც უნდა იყურებოდე და რაღაც შეცდომები არ უნდა დაუშვა, არც მანამდე, თუ ხელისუფლებაში იყავი და არც ახლა ეკლესიის წინააღმდეგ“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

მანვე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სასიკეთოდ აისახება თუ არა ქვეყანაზე, ეს თავად ადამიანებზეა დამოკიდებული.

„ჩვენ თვითონ უნდა შევეცადოთ, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შევცვალოთ. ვფიქრობ, სხვებს უნდა ვუყუროთ და ის შეცდომები არ დავუშვათ, რაც სხვა ქვეყნებში ხდება. ჩვენი ქვეყანა ერთმანთთან ქიშპით არ უნდა დავანგრიოთ“,-თქვა მეუფე იაკობმა.