ზაალ უდუმაშვილს დეპუტატის მანდატი შეუწყვიტეს

ენმ-ის ერთ-ერთ წევრს, ზაალ უდუმაშვილს პარლამენტის დეპუტატის მანდატი შეუწყვიტეს.  უდუმაშვილმა დეპუტატის მანდატის შესაწყვეტად პარლამენტს თავად მიმართა.

ენმ-ს სია ჩახსნილი აქვს და უდუმაშვილის ნაცვლად სხვა წევრს პარლამენტში ვერ შეიყვანს. შესაბამისად, პარტიას 1 დეპუტატით ნაკლები ეყოლება.

29 მაისს ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს და მედიაში ბრუნდება.