ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად თბილისიდან მსვლელობა დაიწყო

ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად! – რესპუბლიკის მოედანზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ და ქვემო ჭალაში გახელაძის ოჯახის საპროტესტო აქციას მსვლელობით შეუერთდებიან.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ქმედების დროა, რადგან ხელისუფლების არაერთი დაპირების მიუხედავად, გახელაძის უკანონო ტყვეობის დასრულებისთვის მთავრობისგან არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.