ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს. სარალიძის ოჯახის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ  მთავარ არხს განუცხადა, რომ დაზარალებულის ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, სამოხელეო დანაშაულის კუთხით გააქტიურდეს საქმე, რადგან კითხვებზე პასუხები არ აქვთ.

“მივმართავთ გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვთ ამაზე ინფორმაციას. ამავე დროს, ვითხოვთ, მოხდეს შეხვედრა. დეტალურად მივიღოთ ინფორმაცია. ჩვენ ვთვლით, რო ხორავას ქუჩის საქმეს ვერ მივიჩნევთ დასრულებულად, თუ არ მივიღებთ ყველა კითხვაზე პასუხს, მათ შორის სამოხელეო დანაშულთან დაკავშირებით”,- ამბობს ადვოკატი.

გენერალური პროკურორის პოზიცია ჯერ უცნობია.