“ზალკალიანი შეხვდა #MSC კონფერენციაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს კულებას (ეს კარგია).

სპეციალურად ვუსმინე სამთავრობო არხებზე ზალკალიანის განცხადებას.

სიტყვა არ უთქვამს “სამთა კავშირის” გარშემო კონსულტაციებზე. უკრაინაზე მხოლოდ ზედაპირული, ძალიან ნეიტრალური ტექსტით შემოიფარგლა.

ღარიბაშვილის შეხვედრებზე აღარც ვსაუბრობ: დასავლური სამყაროს არც ერთი ლიდერი არ შეხვედრია.

ამას დიდი მწუხარებით ვამბობ – ჩემი ქვეყნის ბედს ეხება”

წერს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე მიუნხენის კონფერენციაზე. საგარეო მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, უკრაინელი კოლეგებისთვის მათი კონფერენციაზე ყოფნა “უაღრესად მნიშვნელოვანი იყო”.