ზაპოროჟიეში ევაკუირებული 14 ავტობუსიდან მხოლოდ 3 ჩავიდა – მარიუპოლის მერი

მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ ზაპოროჟიეში ევაკუირებული 14 ავტობუსიდან, მხოლოდ 3 ჩავიდა, ხოლო დანარჩენ 11 ავტობუსში მყოფი ადამინების ბედი უცნობია.

“გვესმის, რომ 11 ავტობუსი სადღაც გაუჩინარდა, რომლებიც უნდა გადასულიყვნენ ზაპოროჟიეს მიმართულებით ჩვენი სახელმწიფოს კონტროლირებად ნაწილში, მაგრამ ისინი სადღაც დაიკარგნენ. ისინი იკარგებიან “ფილტრაციის ცენტრებში”, – თქვა მან.

ბოიჩენკომ დასძინა, რომ 2 მაისს მარიუპოლის 2000 მცხოვრები ევაკუაციას ელოდებოდა,  ისინი დამოუკიდებლად გაემგზავრნენ ოკუპირებულ ბერდიანსკში, ზაპოროჟიას რაიონში. მაგრამ ოკუპანტები უმეტესობას არ აძლევენ წასვლის საშუალებას.

ასევე, 3 მაისის დილის მდგომარეობით, ის ადამიანები, ვინც 2 მაისს მარიუპოლი დატოვეს, ჯერ არ მისულა ზაპოროჟიაში. ეს ევაკუაცია ჯერ კიდევ გრძელდება