ზაფხული რუსი ოკუპანტებისთვის ცხელი იქნება! – HIMARS-ის სარაკეტო სისტემები უკრაინაშია

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ამერიკული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS) უკვე უკრაინაშია.

“HIMARS-ი უკრაინაში ჩამოვიდა. მადლობა ჩემს ამერიკელ კოლეგასა და მეგობარს, უსაფრთხოების მდივანს, ლოიდ ოსტინს ამ ძლიერი დანადგარებისთვის! ზაფხული რუსი ოკუპანტებისთვის ცხელი იქნება, ზოგიერთებისთვის კი უკანასკნელი”. – წერს რეზნიკოვი Twitter-ზე.

HIMARS-ის შეიარაღება შედგება 6 ერთეული 227 მმ-იანი რაკეტის ან 1 MGM-140 ATACMS ტაქტიკური რაკეტისგან. მისი შეიარაღება სრულად ემთხვევა M270-ის სტანდარტულ საბრძოლო მასალას. HIMARS-ი M270-ზე გაცილებით მსუბუქია და მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია C-130 Hercules-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავითაც.

რა ტერიტორიების დაბომბვას შეძლებს უკრაინა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით – რუკა