ზელენსკიმ თქვა, რა კომპრომისებზე არ წავა პუტინთან მოლაპარაკებებში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა, რა კომპრომისებზე არ წავა პუტინთან მოლაპარაკებებში.

ზელენსკის ჰკითხეს რუსეთის მოთხოვნებზე, მათ შორის ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებაზე, დონბასში მდებარე ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობასა და გარანტიაზე, რომ უკრაინა NATO-ში არ გაწევრიანდება.

მისი თქმით, არსებობს კომპრომისები, რომელზეც უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებში ვერ წავა.

“ნებისმიერი კომპრომისი, რომელიც ეხება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და ჩვენს სუვერენიტეტს – უკრაინელმა ხალხმა ისაუბრა ამ საკითხზე – ისინი არ ესალმებოდნენ რუს ჯარისკაცებს ყვავილების თაიგულით, ისინი მიესალმნენ მათ გამბედაობით, იარაღით ხელში,” – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ რუსეთს არ შეუძლია ძალით მოიპოვოს სხვა ქვეყნის მოქალაქეების კეთილგანწყობა.

”თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ აიძულოთ სხვა ქვეყნის პრეზიდენტი, აღიაროს ყველაფერი ძალის გამოყენებით”,– დაამატა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დღესვე გამოთქვა მზადყოფნა პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, მისი შეფასებით, თუ ის წარუმატებლად დასრულდება, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდეს.