ზელენსკისა და ბაიდენს შორის 1-საათიანი სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტმა ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი გამართეს და მიმდინარე სიტუაციაზე ისაუბრეს.

ზელენსკის თქმით, საუბარი შეეხო სანქციებსა და უკრაინის მხარდაჭერასაც.

“ახლახან დავასრულე ერთ-საათიანი საუბარი აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. შევაფასეთ ბრძოლის ველზე და მოლაპარაკების მაგიდასთან არსებული სიტუაცია. ვისაუბრეთ კონკრეტულ თავდაცვით მხარდაჭერაზე, გაძლიერებულ სანქციების ახალ პაკეტსა და მაკროფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე”,– წერს ზელენსკი ტვიტერზე.