ზელენსკი ამზადებს კანონპროექტს უკრაინაში პოლონელების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ დაანონსა უმაღლეს რადაში კანონპროექტის შეტანა პოლონეთის მოქალაქეების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ უკრაინაში.

კიევში დღეს უკრაინის პარლამენტის პლენარული სხდომა ჩატარდა პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას მონაწილეობით. სხდომაზე ზელენსკიმ განაცხადა:

“ფრონტის წინა ხაზზე უკრაინა არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ ევროპას იცავს. პოლონელებმა ეს იციან, აფასებენ და პატივს სცემენ, ყველანაირად ხელს უწყობენ ამას. პოლონეთი ერთ–ერთი ლიდერია სანქციების წამოყენებაში, რომლებიც უკიდურესად აუცილებელია, რომ რუსეთს მშვიდობა ვაიძულოთ“– თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

“ბუჩას, ბოროდიანკის, მარიუპოლის შემდეგ რუსეთთან შეუძლებელია საქმის დაჭერა ისე, თითქოს არაერი მომხდარა.“–თქვა უკრაინის პარლამენტში დუდამ და მსოლიო ლიდერებს მიმართა. ასევე პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს უკრაინის ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა გააქრო წარსული წინააღმდეგობები პოლონეთსა და უკრაინას შორის და ახლა, როცა ასეთი ძლიერი საფრთხე არსებობს, წარსულ დაპირისპირებებს მნიშვნელობა აღარ აქვს.