ზელენსკი აცხადებს, რომ მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი  CBS News-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ  რუსული ძალების მხრიდან უახლოეს თვეებში მორიგ მასიურ შეტევას ელოდება. ზელენსკი სავარაუდო პერიოდად მაისის ბოლო-ივნისის პერიოდს ასახელებს.

„ამისთვის ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ მომზადება, არა მხოლოდ სიტუაციის სტაბილიზაცია, რადგან ზოგჯერ პარტნიორები ნამდვილად ბედნიერები არიან, რომ ჩვენ დავასტაბილურეთ სიტუაცია. მე ვამბობ, რომ ახლა გვჭირდება დახმარება“ – ამბობს ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი.