ზელენსკი ევროკავშირს უკრაინის სასწრაფოდ გაწევრიანების მოთხოვნით მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახალი სპეციალური პროცედურის ფარგლებში, ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნებლივ გაწევრიანების თხოვნით მიმართავს.

მისივე თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ვონ დერ ლეიენს ელაპარაკა შემდგომი ნაბიჯების განსახილველად. ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინამ დაიმსახურა, იყოს ევროკავშირის გვერდით და ითვლებოდეს მათ თანასწორად.

“ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან ყველასთვის, ყველას სიცოცხლისთვის, ბავშვებისთვის, თანასწორობისთვის, დემოკრატიისთვის. ეს გვაძლევს სრულ უფლებას, გავხდეთ ევროკავშირის წევრები.

ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, დაუყოვნებლივ ჩართოს უკრაინა გაერთიანებაში, სპეციალური ახალი პროცედურებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ და რომ ყველაფერი შესაძლებელია”. – განაცხადა მან ვიდემომართვაში.