ზელენსკი ლვოვში ჩავიდა და დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო

ვოლოდიმირ ზელენსკი ლვოვში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლვოვში ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას, თავად ზელენსკი ავრცელებს და ამასთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს.

”ჩემი ვიზიტი ლვოვში დავიწყე ყველაზე მნიშვნელოვანი – უკრაინელი მეომრების ხსოვნის პატივისცემით. დიდება ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის! დიდება უკრაინას!” – დაწერა ზელენსკიმ და გამოაქვეყნა ვიდეო.

ლვოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის ფოტო გაავრცელა.

“ზელენსკი ლვოვის რეგიონში ვიზიტით ჩავიდა. უპირველეს ყოვლისა, ლიჩაკოვის სასაფლაოზე, მარსის ველზე, მათ პატივი მიაგეს იმ ჯარისკაცების ხსოვნას, რომელთა სიცოცხლე დამპყრობლებმა წაართვეს”, – დაწერა მან.