ზესტაფონში აფეთქების შედეგად დედა-შვილი გარდაიცვალა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა დედა–შვილი, ახალგაზრდა გოგო კი მძიმედ დაშავდა.

მეზობლების თქმით, დანგრეული სახლიდან ისინი თვითონ გამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.